მოლაპარაკებების წინ მუშტებს არ იქნევენ – გია ვოლსკი

0
238

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ხვალ, დიპლომატიური კორპუსისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაგეგმილ შეხვედრას აფასებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებების წინ მუშტებს არ იქნევენ.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, წინასწარ იმის თქმა არასწორია, ხვალინდელი შეხვედრისგან რას ელოდება.

„ყველა ჩვენი პოზიციით მივალთ და ვეცდებით, რომ პოზიცია დავიცვათ. ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციას არ შეესაბამება, თუმცა იქნებ, რაიმე ახალი გავიგონოთ, ახალ წინადადებას მოვუსმინოთ, ან უკეთესი ჩვენ ვთქვათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხვალ შეხვედრა გაიმართება, რომელსაც დიპლომატებიც დაესწრებიან. ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.