
მარტვილის მუნიციპალიტეტის ნომერ მეორე საბავშვო ბაღში სხვადასხვა ჯგუფის 15 აღსაზრდელი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაცია მარტვილის მერიაში დაუდასტურეს.
მარტვილის მერიის ინფორმაციით, ყველა მათგანი მარტვილის საავადმყოფოში გულისრევისა და ფაღარათის ჩივილით გადაიყვანეს.