როდესაც საარჩევნო მოდელს არჩევთ, უნდა დააკვირდეთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს – ტიტუს კორლატინი

0
242

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი ტიტუს კორლატინი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში საქართველომ უამრავი რეფორმა დაასრულა კარგი პროგრესით. მისივე თქმით, არჩევნების ორგანიზებისთვის მოდელის შერჩევა სუვერენული საკითხია.

„როდესაც ასეთ მოდელს არჩევთ, უნდა დააკვირდეთ დემოკრატიულ კრიტერიუმებს და საგარეო მხარდაჭერას, ასევე ფართო მხარდაჭერას პარლამენტში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო სისტემისთვის. წინააღმდეგ შემთხვვაში, საზოგადოებაში ამას პოლარიზებული რეაქციები მოყვება.

ბუნებრივია, არჩევნები იქნება საქართველოში და მისი ორგანიზების დროს უნდა იყოთ დარწმუნებულნი, რომ დემოკრატიული ლეგიტიმურობა არჩევნებისა პატივცემული იქნება“, – განაცხადა ტიტუს კორლატინმა.