აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ეს ტერიტორიები აღარასდროს იქნება საქართველოსი – პიოტრ ტოლსტოი

0
276

აფხაზეთი და სამრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ეს ტერიტორიები აღარასდროს იქნება საქართველოსი, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პიოტრ ტოლსტოიმ განაცხადა.

ამასთან, ტოლსტოის თქმით, საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, შესაძლებლობა აქვს, დაარეგულიროს ურთიერთობები ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანასთან, რუსეთთან.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე. ეს ძალიან კარგი გამოცდილებაა საქართველოსთვის, რომელიც ამას 20 წელი ელოდა და კარგი გამოცდილებაა ევროპისთვისაც, რომელამაც უნდა გაცნობიეროს, რომ ევროპა პრაღაში არ მთავრდება. ის გრძელდება. ეს ასევე კარგი შესაძლებლობაა, დაარეგულიროს ურთიერთობები ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანასთან, რუსეთან“, – განაცხადა ტოლსტოიმ.

საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ საუბრისას მან განაცხადა, რომ დეტალებს არ იცნობს.

„პირველ რიგში, არ ვიცი დეტალები, მეორეც – ოკუპირებული ტერიტორიების ტერმინოლოგიით არ ვისაუბრებ, რადგან აფხაზეთი და სამრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან. სამშვიდობოებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მისამართით საქართველოს ხელისუფლების მოქმედებების შემდეგ, ეს ტერიტორიები აღარასდროს იქნება საქართველოსი. რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას საქართველოში, მით უფრო იოლი იქნება ურთიერთობების დალაგება.

რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ამის თაობაზე თქვენ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უნდა მიმართოთ. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ეს საერთო ღირებულებაა საქართველოსთვისაც, სამხრეთ ოსეთისთვისაც, აფხაზეთისთვისაც და რუსეთისთვისაც. მაგრამ, რომ მოაგვარო კონკრეტული ინციდენტი, უნდა გქონდეს ურთიერთობები. იმისთვის კი, რომ ურთიერთობები საქართველო-რუსეთს შორის, თუნდაც საპარლამენტო ხაზით, უნდა გაკეთდეს ბოდიში ჩვენი კოლეგის, სერგეი გავრილოვის მისამართით განხორციელებული ხულიგნური ქმედებების გამო, რომელიც „ნაციონალისტების“ მსხვერპლი გახდა.

სანამ ასეთი ბოდიში არ იქნება, ძნელია რაიმე თუნდაც საპარალმენტთაშორისო დიალოგი გაგრძელდეს. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ რადგან ისტორიულად საქართველო და რუსეთ მუდამ ერთად იყვნენ, საქართველო არსადაც წავა და ისტორიულ პერსპექტივაში, კარგი ურთიერთობები გვექნება“, – განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა ტოლსტოიმ.