ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ახალაიებს, მეგის ქარდავას როდესმე როგორც გმირებს, ისე შეხვდება – გიორგი გოგაძე

0
184

ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ახალაიებს, დათას, ბაჩოს, მეგისს, როდესმე როგორც გმირებს, ისე შეხვდება, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გოგაძემ ეროვნული ბიბლიოთეკასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, ასე მალე ვერ დაავიწყდება ყველაფერი. ოპოზიცია გმირებსა და პოლიტპატიმრებს უწოდებს მათ და ვერ დავიჯერებ, რომ ქართველი ხალხი ამას დაიჯერებს და მათ, როგორც გმირებს, ისე შეხვდება“, – განაცხადა პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ.