საჯარო ბიბლიოთეკის შენობასთან მიმდინარე აქციიდან პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გაყვანა, მათ შორის გიგი უგულავა

0
241

საჯარო ბიბლიოთეკის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან რამდენიმე ადამიანი, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა და ლაშა ჩხარტიშვილი პოლიციამ გაიყვანა.

ისინი ტერიტორიას საპატრულო პოლიციის მანქანით გაარიდეს.

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ბიბლიოთეკის შენობაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება და აქციით სწორედ მისთვის უნდათ დისკომფორტის შექმნა.

აქციაზე იმყოფებიან აგრეთვე გიგია ბოკერია, თინა ბოკუჩავა, რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „პოლიციამ დეპუტატებზე ნადირობა დაიწყო. ეს არის სრული უკანონობა“.