დღეს ოპოზიციური პარტიები საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ

0
216

დღეს ოპოზიციური პარტიები ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შექმნილ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს წარადგენენ.

მათი განმარტებით, საარჩევნო სისტემის კანონპროექტი გერმანულ მოდელზეა დაფუძნებული, ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის პროპორციულად ნაწილდება და ამასთანავე, შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემაც. ინიციატივას მმართველ გუნდშიც გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ამ ტიპის მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა.