ნინო წილოსანი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს

0
198

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო თანამდებობებზე არჩევის მიზნით მორიგი კენჭისყრები ჩატარდა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარედ ნინო წილოსანი – 76 ხმით არც ერთის წინააღმდეგ აირჩიეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილის არჩევას 81 მომხრე ჰყავდა და არც ერთი წინააღმდეგი.

საპარლამენტო თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა. ამის გამო პარლამენტის თავმჯდომარე 2 მოადგილის, ხოლო 3 კომიტეტი თავმჯდომარის გარეშე დარჩა.