რუს „ნატაშებს“ ყველაზე მეტად საქართველოსა და თურქეთში დასვენება მოსწონთ

0
300

რუსეთის ტურიზმისა და მოგზაურობის სამსახურმა გამოაქვეყნა იმ პოპულარული სახელების მქონე მგზავრი ქალების ტოპ-ათეული, რომლებიც რუსეთიდან სხვა ქვეყნებში დაფრინავენ. ამ მიზნით სამსახურის თანამშრომლებმა გაანალიზეს ერთი წლის მანძილზე – 2018 წლის პირველი ნოემბრიდან 2019 წლის პირველ ნოემბრამდე შეძენილი ავიაბილეთები, მათი მფლობელების სახელის გარკვევისათვის.

გაირკვა რომ მოგზაურ ქალებს შორის ყველაზე გავრცელებული სახელების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება: ელენა (5,51%), ნატალია (5,2%), ოლღა (4,78%) ტატიანა (4,34%), ირინა (3,79%), სვეტლანა (3,335), ანა (2,61%), მარინა (2,17%), ეკატერინა (2,17%), გალინა (1,86%).

როდესაც ანალიზის დროს ტურისტი ქალების სახელები ყველაზე „ცხელი“ ტურისტული ქვეყნების (იტალია, ესპანეთი, გერმანია, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ა.შ.) მიხედვით გაანაწილეს, ასეთი სურათი გამოიხატა:  ყოველი პოპულარული ქვეყნისკენ ყოველ ავიარეისში არიან ქალები სახელებით ნატალია, ოლღა, ტატიანა, ირინა და სვეტლანა. არსებობს თავისებურებაც: მაგალითად, სომხეთში ყველაზე მეტი ანა დაფრინავს, აზერბაიჯანი პოპოულარობით სარგებლობს ქალებში სახელად ტატიანა, ხოლო ნატაშებს ყველაზე მეტად საქართველოში და თურქეთში დასვენება მოსწონთ.

წყარო: https://www.kp.ru/online/news/3686481/