„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში დაკავებულ თანამდებობებსა და კომიტეტებს ტოვებენ

0
185

„ევროპული საქართველოს“ წევრები პარლამენტში მათ მიერ დაკავებულ თანამდებობებსა და  კომიტეტებს ტოვებენ. მათ პარლამენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართეს.

სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერების და კულტურის და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ტოვებს. ელენე ხოშტარია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტიდან მიდის. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს დეპუტატები ლაშა დამენია და ლელა ქებურია ტოვებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები კი აღარ იქნებიან ირაკლი აბესაძე და ოთარ კახიძე. ასევე, ოთარ კახიძე ტოვებს საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტსაც.

ბიურომ დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებები მათ მიერ კომიტეტების დატოვების თაობაზე ცნობად მიიღო.