ვაჟა სირაძე – პოლიციამ ჩიტაძის ქუჩიდან განარიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ახდენდნენ პარლამენტის შენობის ბლოკირებას

0
173

პოლიციამ ჩიტაძის ქუჩიდან განარიდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ახდენდნენ პროვოცირებას და პარლამენტის შენობის ბლოკირებას, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

როგორც ვაჟა სირაძემ აღნიშნა, ჟურნალისტებს და პარლამენტის წევრებს, აქვთ უფლება შევიდნენ პარლამენტის შენობაში.

„განრიდება მოხდა რამდენიმე ადამიანის, რათა მათ არ მოეხდინათ შენობის ბლოკირება. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციელების კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობენ პოლიციელებზე“, – განაცხადა სირაძემ.

კითხვაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რატომ არის განთავსებული რკინის კონსტრუქციები, საპატრულო პოლიციის უფროსმა აღნიშნა: „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეს ამ ადამიანებს და პოლიციელს არ მიაყენონ შეურაცხყოფა, არ იძალადონ მათზე. დღეს ეს ადამიანები ცდილობენ, მოახდინონ შენობის ბლოკირება“.