გია ვოლსკი – სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ

0
212

ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განცხადა.

მისივე თქმით, საპროტესტო აქცია დემოკრატიულ ქვეყანაში უცხო არ არის, თუმცა უხერხულია იმ ადამიანებთან ერთად დგომა, რომლებიც კასრებში აღმოჩენილი ჩანაწერების ავტორები არიან.

ამასთან, ვოლსკი ამბობს, რომ მმართველ გუნდს მხარდამჭერები საყვედურობენ, რომ გაცილებით მკაცრი უნდა ყოფილიყვნენ და რეალობა ხალხისთვის ნათლად ეჩვენებინათ.

„ქვეყანა, სახელმწიფო უნდა იყოს ლოიალური თავისი მოქალაქეების მიმართ და არც საპროტესტო აქცია არ არის ახალი ევროპული დემოკრატიისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამინებთან ერთად დგომა, რომლებიც ავტორები არიან კასრების ჩანაწერების, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დროს აღმოვაჩინეთ, არის ძალიან უხერხული, განსაკუთრებით ახალგაზრდებისგან. ეს ერთი და მეორე თემა, ჩვენი მომხრეებისგან საყვედურს ვიღებთ, რომ სწორედ ეს კასრების ჩანაწერები და ყველა რეალობა ხალხისთვის უნდა გვეჩვენებინა, გაცილებით უფრო მკაცრები უნდა ვყოფილიყავით. ესეც არის საგულისხმო, თუმცა მე მაინც იმ პოლიტიკას ვუჭერ მხარს, რაზეც თუნდაც ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა ამასწინათ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.