კოსტავას ქუჩაზე კლდე მხატვრულად განათდა

0
302

„თბილსერვის ჯგუფმა“ მხატვრული მინათების კიდევ ერთი პროექტი განახორციელა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

სამუშაოების ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე კლდე მხატვრულად განათდა, მოეწყო განათების ახალი ქსელი და დამონტაჟდა 35 ერთეული სანათი მოწყობილობა.

სამუშაოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ გარეგანათების საექსპლუატაციო სამსახურის მხატვრული მინათების განყოფილების 15 სპეციალისტი ასრულებდა.