პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობაა და ეს დათესა 30-წლიანმა უშინაარსო პოლიტიკამ – ბექა ნაცვლიშვილი

0
165

დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ გუბაზ სანიკიძისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის მსგავსი მოვლენები პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

დეპუტატის თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკოსების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

„რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილს შევხვდე? მაშინ, ყველა ზღვარი და პრინციპი ირღვევა, ისევ ძველ დროში ვბრუნდებით, როცა მთავარი მიზანი იყო ვიღაცის გადაგდება და ხელისუფლების გადაგდების მერე რა მოხდებოდა, აზრი არ ჰქონდა. მთავარი იყო გადაგდების პროცესი და სხვა არაფერი. პოლიტიკოსების მიმართ ძალიან დიდი უნდობლობაა და ეს დათესა 30-წლიანმა უშინაარსო პოლიტიკამ, პერსონალებულმა ერთმანეთის მიმართ გინებამ, უშინაარსო დავამ, პოლიტიკური პროცესების სიმულაციამ. მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიკოსების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. ასეთი რაღაცები პოლიტიკოსების მიმართ უნდობლობას კიდევ უფრო გააღრმავებს, რადგან ჩათვლიან, რომ პოლიტიკოსები უპრინციპოები არიან და ბევრ რამეზე წასვლა შეუძლიათ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.