მსგავსები ერთად გროვდებიან – თეა წულუკიანი მიხეილ სააკაშვილისა და გუბაზ სანიკიძის შეხვედრაზე

0
263

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილის, გუბაზ სანიკიძისა და ვალერი გელბახიანის შეხვედრაზე უკრაინაში. წულუკიანის შეფასებით, „მსგავსები ერთად გროვდებიან“.

„ამ ვიზიტზე ფრანგული ანდაზა მახსენდება, რომელიც დაახლოებით ასე ითარგმნება – ვინც ერთმანეთს გავს, ერთად გროვდებიან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუბაზ სანიკიძესა და ვალერი გელბახიანს უკრაინაში 23 ნოემბერს შეხვდა.