ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციის მოდელზე არ დათანხმდება, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი – გიგა ბოკერია

0
218

პრობლემა არ გვაქვს პლებისციტთან, თუმცა ჯერ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელი მიიღონ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, ვიდრე ხელისუფლება ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდელზე არ დათანხმდება, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი.

„პრობლემა არ გვაქვს პლებისციტთან. ჯერ მიიღებს ამ მოდელს, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, მერე ჩაატაროს პლებისციტი. იმასაც მოვუგებთ აუცილებლად. ვიდრე უკან არ წაიღებს ამ შეურაცხყოფას ხალხის და არ დათანხმდება ამ მოდელზე, მანამდე გაგრძელდება პიკეტირება და მწვავე პროტესტი. ხვალვე შეიძლება ინიცირება, პრობლემა არ არის. ვინ ჭამს იმას, რომ პლებისციტს ჩაატარებენ ექვსი თვის შემდეგ და ისევ ოქრიაშვილის და გულორდავას გადასაწყვეტი იქნება საქართველოს ბედი. მე ველოდები პიკეტირების გაგრძელებას და ისინი რას ელოდებიან, არ ვიცი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ოპოზიციურმა პარტიებმა ახალი საარჩევნო მოდელი შეიმუშავეს, რომელიც მზად არის პარლამენტში ინიცირებისთვის. როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ახალი მოდელი ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება, თუმცა მორგებულია ქართულ რეალობას, ითვალისწინებს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებს.