მაჟორიტარების თქმით, ივანიშვილთან შეხვედრაზე პოზიტიურ შეთანხმებას მიაღწიეს

0
280

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მაჟორიტარებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა კონკრეტულად რას ამის შესახებ ცნობილი ხვალ, 25 ნოემბერს უმრავლესობის სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. ამასთან, მაჟორიტარი დეპუტატები ამბობენ, რომ შეხვედრა პოზიტიური იყო.

შეხვედრის დაწყებამდე მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებდა, რომ განსახივლელ საკითხებს შორის რეფერენდუმიც იყო, რის შესახებაც ინიციატივა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი ზოიძეს ეკუთვნის.