ერაყში სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

0
181

ერაყში ანტისამთავრებო დემონსტრაციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა რამდენიმე ქალაქში აქციების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დემონსტრანტები კორუფციის დასრულებას, სამუშაო ადგილებს და უკეთეს საჯარო მომსახურებას ითხოვენ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში შეტაკებებს უკვე 320-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური გამოსვლებია.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.