ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს

0
196

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.

ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.

მისივე თქმით, არ არის გამორიცხული სხვა პარტიებთან ითანამშრომლოს, თუმცა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა გამორიცხულია.