ევროპაში მიგრანტების განაწილების ახალი წესი ამოქმედდა

0
269

იტალიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა და მალტამ ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი მიგრანტების განაწილების ახალი მექანიზმი აამოქმედეს. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle წერს.

სამაშველო გემ Ocean Viking-ზე მყოფი 213 მიგრანტის მისაღებად ქვეყნებმა ევროკომისიას მიმართეს და სექტემბერში შეთანხმებული მექანიზმის ამოქმედება სთხოვეს.

გარდა ამისა, 23 ნოემბერს იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში კიდევ 140 ადამიანი გადაარჩინა, რომელთა ნავიც ლამპედუზას ნაპირიდან დაახლოებით 2 კილომეტრში გადაბრუნდა. კიდევ 20 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, სამაშველო ოპერაციაში ორი თვითმფრინავი მონაწილეობს.

იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და მალტის მიერ დადებული შეთანხმების შესახებ 23 სექტემბერს გახდა ცნობილი. შეთანხმება მხოლოდ ზღვაში გადარჩენილ მიგრანტებს ეხება. მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ევროკავშირის წევრებს ამ მექანიზმის მხარდაჭერა სთხოვა.