აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე „დააბოქლომეს“

0
162

მოძრაობა „გაბედემ“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართა. ორგანიზატორები სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციის ჭიშკარზე ბოქლომის დადებას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევდა.

ამას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველები „გაბედეს“ წევრებს დარღვევაზე მიუთითებდნენ, რაზეც პროტესტის მონაწილეები განმარტავდნენ, რომ არა ბლოკირება, არამედ უბრალოდ ბოქლომის ჩამოკიდება სურთ.

საბოლოოდ, აქტივისტებმა რეზიდენციის ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს.