აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მოულოდნელად ერაყში ჩავიდა – ფრანგული მედია

0
198

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ერაყში მოულოდნელად ჩავიდა. ფრანგული მედიის ცნობით, შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა ბაღდადში ვიზიტს უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი აარიდა.
ერაყში პირველი ვიზიტისას ამერიკელი სტუმარი პროვინცია აინ ალ-ასადის ბაზას ეწვია და ასევე გაემგზავრა არბილში, ქურთისტანის ლიდერებთან შესახვედრად.

პენსი ქვეყნის პრემიერმინისტრს ადელ აბდელ მაჰდის ტელეფონით ესაუბრა, ხოლო პრეზიდენტ ბარჰამ სალეჰის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პენსის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ და შესაბამისად, შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

ერაყის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა 4 დემონსტრანტი მოკლეს. ინფორმაცია მედიაში პოლიციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. 31 ოქტომბერს პრემიერმინისტრმა ადელ აბდელ მაჰდიმ გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მზადყოფნა გამოთქვა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.