პროკურატურა ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი პროკურორისთვის ბრალის წარდგენას ადასტურებს

0
199

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა.წერეთელს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

საქმეზე ახალი ბრალდებულის შესახებ დღეს ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი ასევე წარუდგინეს ირაკლი ოქრუაშვილს და ზურაბ ადეიშვილს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილის და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლზე, რაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.