სამებაში ჩვილთა მორიგი საყოველთაო ნათლობა გაიმართება

0
221

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა 24 ნოემბერს ჩატარდება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში, 17:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, საყოველთაო ნათლობა 61-ედ იმართება. პატრიარქს 39 ათასამდე ნათლული ჰყავს.