ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე – ნათია თურნავა

0
270

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა ჰქვია, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ეკონომიკა იხსნება, ბიზნესი იქოქება, მაგრამ უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. დღეს გავრცელდა ინფორმაცია ინფიცირების ახალი წყაროების შესახებ. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რასაც ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა ჰქვია. იცით, რომ 15 ივნისიდან იხსნება შიდა ტურიზმი, 1-ლი ივლისიდან კი საერთაშორისო. ვემზადებით, რომ სრული მასშტაბით ამოქმედდეს ყველა საწარმო და მინდა, მათაც და მოსახლეობასაც სიფრთხილისკენ მოვუწოდო. დღეს ჩვენ გვაქვს მართვადი ეპიდვითარება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს ჩვენივე დაუდევრობით, მოსახლეობის რელაქსირებული მიდგომით გართულდეს“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.