სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური – კალაძე

0
182

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვარკეთილში გუშინ მომხდარ ინციდენტში ძალადობას ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, ადგილზე მივიდნენ პროვოკატორები, რომლებსაც არეულობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს არ გამოუვიდათ.

„არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება. მათ ეს არ გამოუვიდათ. არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა.

სარჩელის შეტანა მათი უფლებაა, შსს თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბრალდებას მაისურის შემოხევასთან დაკავშირებით, კალაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, მან თავად შემოიხია მაისური.

მისივე თქმით, ამ პირს მაისურს ჩუქნის.

„სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, რადგან არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. საკმაოდ საინტერესოა. ორი მაისური გვაქვს ასეთი. ერთს გადავცემთ მას, მეორეს – მთავარ არხს“, – განაცხადა კახა კალაძემ.