“პატრიოტთა ალიანსმა“ მორიგი საპროტესტო აქცია დააანონსა

0
254

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანის ირმა ინაშვილის თქმით, 30 ნოემბერს სპორტის სასახლეში პარტია მორიგ საპროტესტო აქციას გამართავს.

„ჩვენ ვიკრიბებით თბილისში, სპორტის სასახლეში. მოვითხოვთ ბოლოს და ბოლოს დაისაჯონ დამნაშავეები. დამთავრდეს ამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტაკლები.

მოთხოვნას  პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით დღის წესრიგიდან არ ვხსნით, ჩაატარონ სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში.

გვახსოვდეს ყველას, რომ „ქართული ოცნება“  ამ სპექტაკლში მონაწილეობს  რათა 2020 წლის პარლამენტში მეორე ძალად კვლავ შეიყვანოს ნულოვანი რეიტინგის მქონე სააკაშვილი და ბოკერია“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. აღნიშნულს როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის და მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა