სუს-ის შენობასთან მიმდინარე აქციაზე 7 ადამიანი დააკავეს

0
181

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე საპროტესტი აქციაზე, სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 7 ადამიანი.

აქციის მონაწილეებმა, გზის სავალი ნაწილი ე.წ. ზებრაზე გადასვლით გადაკეტეს.

სუს-ის შენობის გვერდითა შესასვლელთან სამოქალაქო მოძრაობა „გაბედე“ საპროტესტო აქციას მართავს. ისინი სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. მათივე განმარტებით, მათ სურთ კითხვებზე პასუხი მოისმინონ, რატომ აკავებენ სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს.