ახალციხეში ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

0
247

ახალციხე-ადიგენის გზაზე, სოფელ ფარეხასთან ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ინციდენტი, სავარაუდოდ, გზაზე ავტომობილის მოცურებამ გამოიწვია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.