„ნაცმოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

0
197

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინააღმდეგობის მუხედავად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა.

თავდაპირველად ისინი შესასვლელის დაბოქლომებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.

ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ სამართალდამცველები რჩებიან. აქციის დასრულების შემდეც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბოქლომი ჩამოხსნეს.

აქციის მონაწილეები ელგუჯა ბაგრატიონს სოლიდარობას უცხადებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ბაგრატიონი 18 ნოემბერს აქციის დაშლის დროს, თბილისში დააკავეს. მას სასამართლომ 12 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

წყარო: adjaratv.ge