საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დღეს იწყება

0
336

საბავშვო ევროვიზიის კონკურსზე ონლაინ ხმის მიცემა Junioreurovision.tv-ზე დღეს იწყება. ხმის მიცემა მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტისთვის შეგიძლიათ, მათ შორის საქართველოსთვისაც.

ცნობისთვის, საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს გიორგი როსტიაშვილი წარადგენს.  „გვინდა, გვიყვარდეს“ (We need Love) – ამ სახელწოდებით სიმღერაზე კლიპი ზაზა ორაშვილმა გადაიღო, მხატვარი კი შაკო პოპიაშვილია.

ონლაინ ხმის მიცემა 24 ნოემბერს კონკურსის დაწყებამდე გაგრძელდება და 15 წუთით განახლდება მას შემდეგ, რაც ყველა კონკურსანტი იმღერებს.