იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 50 მოსამართლეს კენჭს უყრის

0
244

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაგეგმილ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

საბჭო კენჭს უყრის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ასეთი სულ 50 მოსამართლეა.

ვაკანსია კი 60-მდეა. მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს, კენჭისყრა კი ჯერ არ ჩატარებულა. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.