გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

0
186

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ცხედარი ადგილობრივებმა ნახეს და სამართალდამცავებს შეატყობინეს.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.

რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი და აღენიშნება თუ არა მას ძალადობის კვალი, ჯერ უცნობია.