2011 წელს, მიხალკოვის შვილის ქორწილს საქართველოში, სააკაშვილიც რომ ეწვია, მაშინ რატომ არ აწივლდა ნაცმოძრაობის ფასიან პროვოკატორთა აქტივი? – დავით ცაბაძე

0
128

სოციალური ქსელის მომხმარებელი დავით ცაბაძე ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რა მაინტერესებს.. პოზნერის პუტინისტობა ხომ ცალკე ანეკდოტია (ვინც ოდნავ მაინც იცნობს, გაეცინება), მაგრამ აი 2011 წელს, როცა მართლა პუტინის ახლო მეგობარმა, ცნობილმა რეჟისორმა მიხალკოვმა გადაიხადა შვილის ქორწილი საქართველოში, ბატონი სააკაშვილიც რომ ეწვია და სადღეგრძელოც წარმოთქვა, რატომ არ აწივლდა ნაცმოძრაობის ფასიან პროვოკატორთა “რუსეთიოკუპანტია” აქტივი?“ – წერს დავით ცაბაძე და ფაქტის ამსახველ ფოტოსაც აქვეყნებს.

ფოტოზე :  მიხეილ სააკაშვილი ნიკიტა მიხალკოვის შვილის ქორწილზე, თბილისი, 2011 წელი