საქართველოში ამინდი გაუარესდება

0
230

საქართველოში უახლოეს დღეებში ამინდი გაუარესდება. ცივი და ნალექიანი ამინდი ქვეყენაში 25 ნოემბრამდე შენარჩუნდება.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია მოთოვოს.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 22-დან  28 ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა +12+15 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

თბილისშიც ნალექიანი და ცივი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დედაქალაქში +3+5 გრადუსამდე იქნება.