გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან

0
229

18 ნოემბერს პარლამენტთან აქციაზე დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ბექა ბასილაია სასჯელს გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოიხდიან. მას შემდეგ რაც სასამართლომ აქციის მონაწილეებს სასჯელის ფორმა განუსაზღვრა, ბრალდებულები  რეგიონებში გადაანაწილეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იზოლატორში 12 დღეს, ხოლო ადვოკატი ბექა ბასილაია 13 დღეს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.

წყარო: imedinews.ge