ოპოზიციის ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ მოქალაქეებზე ჰქონდათ ბოქლომები დადებული – ნუკრი ქანთარია

0
256

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან ბოქლომები დადებული მოქალაქეებზე ჰქონდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას აქციები და სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადება რამდენად წაადგება და ეს მოქალაქეების გონებამდე როგორ მივა, ეს მათი საქმეა.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდათ, სადაც უნდათ, რამდენიც უნდათ, ოღონდ, კანონს არ უნდა გასცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი?“, – განაცხადა ქანთარიამ.