ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება

0
192

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. ამის შესახებ მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ის, რომ გამოცდების დროს ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული პროტოკოლები, რომელსაც ჯანდაცვის სფერო მოგვაწოდებს, ეს ცალსახად ასეა. მაგალითად, ერთ სივრცეში, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტი იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიკური პროტოკოლის, რომელიც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს იქნება ცნობილი. ივნისში უფრო უკეთესი სურათი იქნება ჩვენთვის ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის ზოგადად ეპიდსიტუაციის შესახებ და აქედან გამომდინარე, გაკეთდება დასკვნები“, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.