უნივერსიტეტებმა ამ სემესტრში სტუდენტებს საფასური ან გადაუვადეს ან გრაფიკი შესთავაზეს – განათლების მინისტრი

0
204

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის გადავადების რეკომენდაციით სამინისტრომ სასწავლებლებს რამდემინე კვირის წინ მიმართა.

როგორც ჩხენკელმა დღეს, 15 მაისს, განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, უნივერსიტეტებმა ეს რეკომენდაცია “მაქსიმალურად” შეასრულეს. რაც გულისხმობს იმას, რომ ზოგ შემთხვევაში სემესტრის საფასურის გადახდა გადავადდა, სტუდენტთა ნაწილისთვის კი გადახდის გრაფიკი იქნა შეთავაზებული.

“რექტორთა საბჭოზე ყველა რექტორს მიეცა რეკომენდაცია რომ მაქსიმალურად გაეთვალისწინებინათ სტუდენტების ფინანსური მდგომარეობა. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტმა სწავლის გადასახადი ან გადაუვადა სტუდენტებს ან გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი შესთავაზა ამ სემესტრისთვის,” – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება სამინისტროს, როგორც ჩხენკელი ამბობს 2020 წლის გაზაფხულის სასწავლო სესმესტრში სახელმწიფომ სრულად გასცა სტუდენტების მიერ მოპოვებული გრანტები, ასევე სტიპენდიები და ა.შ.