სლოვენიაში კორონავირუსის ეპიდემია დასრულდა

0
215

სლოვენიამ კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ საერთაშორისო მედია იტყობინება. შედეგად, სლოვენია პირველი ევროპული ქვეყანა გახდა, სადაც ინფექციის გავრცელება დასრულებულია.

„დღეს სლოვენიას საუკეთესო ეპიდემიოლოგიური სურათი აქვს ევროპაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა იანეზ იანსამ.

გადაწყვეტილება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ბალკანეთის ქვეყანაში ყოველდღიური შემთხვევების რიცხვი 7-ზე ნაკლები იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ბოლო 14 დღეში სულ 35 შემთხვევა დაფიქსირდა.

მიუხედავად ამის, ინფექციის გავრცელების რისკის გათვალისწინებით გარკვეულ შეზღუდვებს ქვეყანა ძალაში დატოვებს.

2 მილიონიან სლოვენიაში პირველად ვირუსი 4 მარტს გამოვლინდა, სულ დადასტურდა 1 5000 ფაქტი. გარდაიცვალა – 103.