წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილში ფულადი გზავნილების მოცულობა 42.3%-ით შემცირდა

0
220

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 79.1 მლნ აშშ დოლარი (250.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.3%-ით (58.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2019 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 89.6% იმ 12 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 12 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 89.0% მოდიოდა.

2020 წლის აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 10.0 მლნ აშშ დოლარი (31.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის აპრილის (19.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 47.7%-ით ნაკლებია.