პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

0
195

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი პაციენტი რჩება, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმე, მაგრამ ამ ეტაპზე მართვადი.

მისვე თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც თერაპიულ განყოფილებაში მკურნალობენ სტაბილურია.

„გვყავს 2 ორსული ქალი, მათი და ნაყოფის მდგომარეობა სტაბილურია. ორსული ქალების პირველად პასუხებს დღეს ველოდებით. კლინიკაში 10 მარტიდან დღემდე 1 500-ამდე საეჭვო შემთხვევა გატარდა, აქედან 163 იყო კოვიდინფიცირებული, აქედან 125 პაციენტმა კლინიკა დატოვა. დღეს ჩვენს კლინიკაში მთავრდება მედპერსონალის 15 დღე, რომელბმაც კლინიკაში მკაცრი კარანტინის პირობებში გაატარეს, ჩატარებული ტესტირების შედეგად არც ერთ მათგანს კორონა არ დაუდასტურდა და ესენი 14 დღე კვლავ მკაცრ საკარანტინო პირობებში გადავლენ. ახლა კლინიკაში ახალი ბრიგადა შემოვიდა და იმედი გვაქს, რომ ეს ბრიგადა ჩვენი კლინიკისთვის ბოლი იქნება. ძალიან გვინდა, რომ პირველი ივნისიდან ჩვენმა კლინიკამ კოვიდთან ბრძოლა შეწყვიტოს და ჩვეულებრივ პაციენტებს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა რატიანმა.

ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 393 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.