დარჩი სახლში და თუ არ დარჩები, მაშინ შეზღუდვები მაქსიმალურად დაიცავი – მარინა ეზუგბაიას მოწოდება მოსახლეობას

0
211

მიუხედავად შეზღუდვების მოხსნისა, ის მიღებული უნარ-ჩვევები, როგორც უნდა გვეცხოვრა შეზღუდვების პერიოდში, გავითავისოთ და თვითშეზღუდვები დავიწესოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მისი თქმით, ჩვენს პირად თვითშეზღუდვაზეა შემდგომში დამოკიდებული ამ დაავადების გავრცელება ჩვენს ქვეყანაში.

„დარჩი სახლში! – ასეთი კატეგორიულები არ ვართ, მაგრამ დარჩი სახლში და თუ არ დარჩები, მაშინ შეზღუდვები მაქსიმალურად დაიცავი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 671 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 404. ინფექციას სულ 12 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.