„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ

0
244

„თბილავიამშენის“ 100-მდე თანამშრომელი ხელფასების დროულად მიღების მოთხოვნით მეოთხე დღეა გაფიცულია. ისინი „თბილავიამშენის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა თქმით, ხელფასების დაგვიანების მიზეზად „თბილავიამშენში“ კონტრაქტორი კომპანიის მიერ თანხის ჩარიცხვის დაგვიანებას ასახელებენ.

​აქციის მონაწილეებს სოლიდარობა პროფკავშირების წარმომადგენლებმაც გამოუცხადეს. მათი თქმით, თანამშრომლების მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ხოლო უახლოეს დღეებში ისინი თანამშრომლების სახელზე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.