ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება

0
204

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის სასურსათო კალათების გადაცემა გრძელდება.

ამჯერად, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში, თურქეთის საელჩო და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო ჩაერთო. თურქეთის საელჩომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 100 სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების ჩართულობით, 9000-მდე ოჯახს სასურსათე პაკეტი გადაეცა. აღნიშნულ აქციაში თურქეთის საელჩო ჩაერთო. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის“-აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

შემოწირული პროდუქტი სხვადასხვა სოციალური ჯგუფის საჭიროებებისა და პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

სასურსათო ნობათს ოჯახებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები დაურიგებენ.