საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული

0
163

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 667 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3873 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 404.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.