გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს

0
165

დამოუკიდებელი დეპუტატი, გედევან ფოფხაძე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს ტოვებს.

როგორც ფოფხაძემ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მან განაცხადა, აპარატი მას სხდომების გაცდენის გამო აჯარიმებს, რაც „ქართული ოცნების” მხრიდან მისი პოლიტიკური დევნის ფორმაა.

„შეუძლებელია, კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობა მივიღო. ბიუროს მივმართავ და კომიტეტს დავტოვებ. თქვენი პოლიტიკური ძალა არის სულმდაბალი და მორალდაცლილი“, – განაცხადა ფოფხაძემ..

ცნობისთვის, რეგლამენტის შესაბამისად, დეპუტატები ჯარიმდებიან როგორც პლენარული სხდომების გაცდენის, ასევე კომიტეტების სხდომის გაცდენის გამო.