გიგა ფარულავამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

0
286
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ,  აბასთუმანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
აბასთუმანში, 1400 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება, რომლის ღირებულება  1 673 552 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაცია,  რეგიონებში განსახიორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.