ჩინეთთან ურთიერთობა სრულად რომ გაგვეწყვიტა, 500 მილიარდ დოლარს დავზოგავდით – დონალ ტრამპი

0
214

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტელეკომპანა „ფოქსთან“ ინტერვიუში ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის პრეზიდენტთან, თუმცა ახლა მასთან საუბარი არ სურს.

„ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს სი ძინპინთან, მაგრამ ახლა მასთან საუბარი არ მსურს. ბევრი რამის გაკეთება შეგვეძლო. შეგვეძლო ჩინეთთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტა. ეს რომ გაგეკეთებინა რა მოხდებოდა? 500 მილიარდ დოლარს დავზოგავდით. ამაზე წლებია ვსაუბრობ. ჩინეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვიყენებს. ნატო-ში ევროპას ვიცავთ არაფრის გამო, მართლა არაფრის გამო. მე შევძელი, რომ ისინი მეიძულებინა, გადაეხადათ ათასობით მილიარდი დოლარიი, ჩვენ ვიხდით მეტს, ისინი იხდიდნენ ნაკლებს. ჩვენ ვიცავთ ევროპას და შემდეგ ისინი ჩვენით სარგებლობენ ვაჭრობაში“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.