გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს – ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ლაპარაკობს ენერგიის წყაროების საწინააღმდეგოდ, წარმოუდგენელი სქემაა

0
175

მავნებლობის, უტიფრობის, ქვეყნის ნგრევის და ღალატის ქრესტომათიული მაგალითი. ჩვეულებრივი მაოხრებელია ეს ადამიანი თავისი სექტანტი მხარდამჭერებიანად,- ასე ეხმიანება საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი მიხეილ სააკაშვილს ვიდეო-მიმართვას, სადაც სააკშვილი ამბობს, რომ დღეს, ჰესების მშენებლობა ნაკლებად მომგებიანია, ვიდრე ტურიზმი.

ნიკოლაშვილის თქმით, სააკაშვილს საქართველოს მოსახლეობა იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად მიაჩნია, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯეროს.

აქვე, საჯარო პოლიტიკის სპეცილისტი ყურადღებას ამახვილებს რუსეთზე და აღნიშნავს, რომ ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში რუსეთია და მას მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა.

,,ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანი ლაპარაკობს ენერგიის წყაროების საწინააღმდეგოდ, უბრალოდ წარმოუდგენელი სქემაა )) ტურისტს არ ჭირდება თურმე სასტუმრო, ელექტროენერგია, ან წარმოებას არ ჭირდება, ან საოჯახო მეურნეობას. მსოფლიო დენის გარეშე. რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობა მიაჩნია იმ დონის უვიც და განუვითარებელ ადამიანებად, რომლებსაც შეიძლება ეს ბოდვა დააჯერო. ერთადერთი ძალა, რომელიც ებრძვის ენერგეტიკას და მის უსაფრთხოებას ჩვენს რეგიონში არის რუსეთი, რათა დამოკიდებული ვიყოთ მის რესურსებზე. ამ დღის წესრიგს აქამდე მხოლოდ დესტრუქციული და რადიკალური ენჯეოები მიჰყვებოდნენ, დღეს კი მთავარი ოპოზიციური პარტიაც შეუერთდა. მერე უკვირთ როცა ეუბნებიან, რომ გინდა ჩვენთან, გინდა უკრაინაში რატომ და როგორ ატარებენ რუსულ ინტერესებს. აი ესე მარტივად, ქვეყნის და მოსახლეობის გახლეჩვით, დაპირისპირების შეტანით, სრული მავნებლობების გავრცელებით. გილოცავთ ყველა დაბრმავებულს”,-წერს გურამ ნიკოლაშვილი.